PEN International © 2017
Terms & Conditions | Privacy Statement

A Poet Behind Bars (Georgian)

miércoles 8 agosto 2018 - 5:16pm

A Poet Behind Bars

By Dareen Tatour

Translated into Georgian by Irakli Kakabadze

გისოსებში მომწყვდეული პოეტი

ლექსი დარინ ტატურის

საპატიმროში მე ვნახე ხალხი,

რომელთა დათვლაც არ შემიძლია:

მკვლელი და კრიმინალი.

ქურდი და მატყუარა,

პატიოსანი და ურწმუნო,

დაკარგული და დაბნეული,

დაბოღმილი და მშიერი

შემდეგ, ჩემი ქვეყნის ავადმყოფნი,

ტკივილში დაბადებულნი,

ვინც უარი თქვა უსამართლობაზე

სანამ ისინი არ აქციეს უმანკოება დაკარგულ ბავშვებად.

მსოფლიოს კომპულსიამ ისინი გააქვავა.

ისინი დაბერდნენ.

არა, მათი მწუხარება გაიზარდა,

რეპრესიით გაძლიერდა,

როგორც ვარდები მარილიან წყალში.

მათ ხელები გაუშალეს სიყვარულს შიშის გარეშე,

და ისინი დაწყევლეს დეკლარაციისთვის,

‘ჩვენ უსასრულოდ გვიყვარს მიწა,’

არც კი იცოდნენ მათი ქმედება..

და ასე, სიყვარულმა გაათავისუფლა ისინი.

იცი, საპატიმრო შეყვარებულების ადგილია.

მე დავკითხე ჩემი სული

ეჭვის და გაბნეულობის მომენტებში:

‘რას იტყვის შენს დანაშაულზე?’

მისი შინაარსი გამირბის ახლა.

მე წარმოვთქვი ეს

და გამოვაჩინე ფიქრი;

მე დავწერე დღევანდელ უსამართლობაზე,

სურვილები მელანში,

ლექსი რომელიც დავწერე…

ბრალდებამ გაცვითა ჩემი სხეული,

ნეკიდან უკანასკნელ თმამდე,

მე ვარ პოეტი საპატიმროში,

პოეტი ხელოვნების ქვეყანაში.

მე ბრალი დამდეს სიტყვებში,

კალამი ჩემი ინსტრუმენტია.

მელანი – გულის სისხლი – არის მოწმე

და კითხულობს ბრალდებებს.

მისმინე, ჩემი ბედისწერავ – ჩემი სიცოცხლე,

აი, რა თქვა მოსამართლემ:

ლექსი არის ბრალდებული,

ჩემი ლექსი დანაშაულს ერევა.

თავისუფლების მიწაზე,

რომელიც არტისტის ბედია ციხეში.

დაწერილია 2015 წლის 2 ნოემბერს

ჯელემას ციხეში

იმ დღეს, როცა განაჩენი მივიღე